საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გაჩერებებზე.
გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი მოიხსნება.