საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო. დღეიდან საფრანგეთის მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას შეძლებენ. პირველი ივლისიდან კი ნებადართული იქნება შენგენის ზონის გარეთ მყოფ იმ ქვეყნებში გამგზავრებაც, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
დღეიდან პარიზში და ილ-დე-ფრანსის რეგიონში კაფეები და რესტორნები სრულფასოვან მუშაობას დაუბრუნდება. მანამდე სტუმრების მიღება მხოლოდ ღია სივრცეებსა და ტერასებზე იყო ნებადართული. სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი კორონავირუსისგან თავისუფალ, „მწვანე ზონად" გამოაცხადა. საფრანგეთი პანდემიის შედეგად ერთ–ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. კოროვირუსს ქვეყანაში 29 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.