ქვეყანაში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება. მოქალაქეებს საქალაქთაშორიო ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება მიეცემათ. თუმცა, გარკვეული რეგულაციების დაცვა აქაც სავალდებულო იქნება.
მგზავრებსა და მძღოლებს პირბადის ტარება მოუწევთ. როგორც ცნობილია, არ იგეგმება მგზავრობის ტარიფის გაზრდა, ასევე ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა.
მძღოლი გივი წურწუმია „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.
„პირბადე უნდა გქონდეს აუცილებლად, ფეხზე არ უნდა იდგეს კაცი - 20-ზე მეტი არ შეიძლება. ფასები იგივე იქნება. საწვავმა დაიკლო. 20 ლარი იყო თბილისი-ზუგდიდი და იგივე დარჩება“, - განუცხადა „ფორმულას“ წურწუმიამ.