logo
ENG



დღეიდან საქართველოს მასშტაბით მიკროავტობუსების მოძრაობა იზღუდება

18 მარ 202009:02
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მიკროავტობუსების მოძრაობა იზღუდება. უფრო ზუსტად კი, დედაქალაქში გადაადგილება მხოლოდ მეტროთი, ან ავტობუსით იქნება შესაძლებელი. ასევე იცვლება მომსახურების წესიც ავტობუსებში - მძღოლის სივრცე იზოლირებული იქნება ტრანსპორტის დანარჩენი ნაწილისგან, მგზავრები კი მხოლოდ უკანა 2 კარით შეძლებენ სარგებლობას.

პარლალერუდად მერია მუშაობს კომპანია "თბილისი მიკროავტობუსთან", რომ მძღოლები არასამუშაო პერიოდში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ.

რაც შეეხება რეგიონებს, აქაც დროებით შეჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. სახელმწიფო რწმუნებულები მუშაობენ კორონავირუსის პრევენციაზე და მოსახლეობას კონკრეტული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან. 


close დახურვა