logo
ENG



დღეიდან ფორმულას ეთერში ორშაბათიდან-ხუთშაბათამდე, 22:00 საათზე გადაცემა თვითიზოლაცია გავა

27 აპრ 202020:51
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან, ყოველდღე პარასკევის გარდა მთავარ საეთერო დროს, საღამოს 22:00 საათიდან „თვითიზოლაცია“ დაიკავებს. განახლებულ თვითიზოლაციის  საღამოს ეთერს სანდრო კაკულიასა და გიორგი ბახუტაშვილის გარდა, ვიკა კალანდია და გიორგი მახარაშვილი წაიყვანენ.

 ერთი თვის განმავლობაში სანდრო კაკულია და გიორგი ბახუტაშვილი შუადღის ზოლში გვასწავლიდნენ, როგორ გავხადოთ ჩვენი თვითიზოლაცია უფრო მხიარული. ახლა კი, გასართობი ზოლი უკვე კომენდანტის საათის დროს დაიწყება.  გადაცემის წამყვანები ყოველ საღამოს მოგცემენ რჩევებს როგორ გაატაროთ დრო სახლში კარგი მუსიკისა და  ლიტერატურის დახმარებით, ითამაშოთ დისტანციური თამაშები ან მოამზადოთ გემრიელი კერძები თვითიზოლაციის წამყვანებთან ერთად.

ახალ სატელევიზო ეთერში შეიცვალა ფორმულას მაყურებლის ერთ-ერთი რჩეული  შოუს, „ბაიას“ საავტორო გადაცემის დროც, რომელიც  ამიერიდან   კვირას, 21:30-ზე  დაიწყება. შოუს გმირები ისევ ის ადამიანები იქნებიან ვისაც საკუთარ პრობლემებზე ღია საუბრის სურვილი ექნება.


close დახურვა