logo
ENG



დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა იხსნება

13 ივლ 202008:33
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა იხსნება. თუმცა, ღონისძიებების ორგანიზატორებს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მაინც მოუწევთ. მათ შორისაა თერმოსკრინინგის ჩატარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ 9 ივლისს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

თუმცა, ფესტივალ „დეკოდერის“ პროექტების მენეჯერის მირიან ჯეჯელავას თქმით,  ღია სივრცის ფესტივალის ჩატარებისას ორმეტრიანი დისტანციის გაკონტროლება თითქმის შეუძლებელი იქნება. 

„ამ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად მაინც პრობლემად რჩება დატოვებული შეზღუდვა, რომელიც ორმეტრიანი დისტანციის დაცვას გულისხმობს, რისი განხორციელებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ათასობით ადამიანი, რომელიც ღონისძიებაზე მოვა, შეუძლებელია გააკონტროლო. მსმენელის იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან დაიცვან დისტანცია“, - განაცხადა ჯეჯელავამ. 

close დახურვა