logo
ENG



დღეიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრები ამუშავდება

27 აპრ 202010:01
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრები იხსნება. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა, ბაზარში მისული მოქალაქეებისთვის კი პირბადის ტარება.

ბაზრების ამუშავება ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს უკავშირდება. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად, რომელი ობიექტები განაახლებენ მუშაობას თბილისში.

რაც შეეხება რეგიონებს, ბათუმში ღია აგრარულ ბაზართან ერთად, თევზის ბაზრებიც ამუშავდება. ქუთაისში კი ე.წ. მწვანე ბაზარი გაიხსნება. ვაჭრობა უახლოეს დღეებში შესაძლებელი გახდება ნიკეას ბაზარშიც, სადაც ამ დროისთვის საბითუმო ვაჭრობა მიმდინარეობს. ბაზრებში რეკომენდაციების შესრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკონტროლებს.  


close დახურვა