logo
ENG



დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

02 აპრ 202011:31
3 წუთის საკითხავი
 
xz4pxvqshq3xgxu.png

დღეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 37 წელი შეუსრულდებოდა.

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტატუნაშვილის ცხედარი თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ის სასტიკად იყო ნაწამები.

უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.


close დახურვა