ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს პოლონეთს ეწვევა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ის და ჯო ბაიდენი პოლონეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობის შესაძლო გაზრდას და მათი პოლონეთში პერმანენტულად ყოფნის თემას განიხილავენ.
"ჩვენ დისკუსიის პროცესში ვართ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან მათი [ჯარის] პერმანენტულად ყოფნის შესახებ პოლონეთში და რაოდენობის გაზრდის თემასთან დაკავშირებით."- თქვა მორავიეცკიმ CBS-ის "Face the Nation"-ის ეთერში.
პოლონეთში აშშ-ის ჯარების დაახლოებით 11,000 წარმომადგენელია.