logo
ENG



დღეს ბულგარეთიდან საქართველოს 100-მდე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება

01 აპრ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ბულგარეთიდან საქართველოს 100-მდე მოქალაქე  სამშობლოში დაბრუნდება. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჩარტერულ რეისს ავიაკომპანია Myway Airlines-ი განახორციელებს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 დაეშვება. 


 


close დახურვა