logo
ENG



დღეს გაერთიანებული სამეფოს მომავალ პრემიერმინისტრს დაასახელებენ

05 სექ 202210:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/05/99m4c7fd539huz7.jpg
Reuters

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონის მემკვიდრე დღეს გახდება ცნობილი.

"კონსერვატიული პარტიის" მომავალ ლიდერად საგარეო საქმეთა მინისტრ, ლიზ ტრასს, ან ფინანსთა ყოფილ მინისტრს, რიში სუნაკს დაასახელებენ.

პარტიის ლიდერის გამოსავლენად გამართული კენჭისყრის გამარჯვებული დღეს, თბილისის დროით 15:30-ზე გახდება ცნობილი.

"გაერთიანებული სამეფოს" პრემიერობისთვის თავდაპირველად 11 პრეტენდენტი იბრძოდა.

7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა. სანამ ახალი ლიდერი აირჩევა ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს ასრულებს. 

ჯონსონის, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციის დატოვების  გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კენჭისყრა ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. 

კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ მას უნდობლობა არ გამოუცხადა.

უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად ჯონსონის ხელისუფლების გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე სკანდალურ შემთხვევას: კოვიდრეგულაციების დარღვევით წვეულებების ჩატარებასა და უკვე ყოფილი კონსერვატორი დეპუტატის, კრის პინჩერის მხრიდან სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევებს უკავშირდება. 


close დახურვა