logo
ENG



დღეს გაირკვევა როდის მოიხსნება შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე რეგიონებში

22 აპრ 202010:00
3 წუთის საკითხავი
 

კვლავ უცნობია, როდის მოიხსნება შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებაზე რეგიონებში -  ამ თემაზე განმარტებები მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა გაკეთდეს.

სავარაუდოდ საქართველოს რეგიონებში მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება დაშვებული მხოლოდ დღის ორ მონაკვეთში იქნება  - დილის 6-დან 8 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე.

როგორც ცნობილია, უცვლელი დარჩება  ავტომობილით მგზავრთა გადაყვანის წესი, რომლის მიხედვითაც, ერთ ავტომანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის ჩასხდომა იკრძალება, ასევე აუცილებელია, რომ სამივე მათგანს ეკეთოს პირბადე, 2 პირი კი მძღოლის უკან უნდა იჯდეს.  საქართველოს მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებაზე შეზღუდვები მთავრობის გადაწყვეტილებით 27 აპრილამდე გრძელდება.


close დახურვა