დღეს გახდება ცნობილი რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ და როგორი იქნება რეგულაციები ტურიზმის სექტორში.
საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს უკვე შეხვედრა. კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად პრევენციული ღონისძიებები ჯანმრთელობის ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.
სასტუმროებს და განთავსების ობიექტებს სამუშაო ნებართვა შემოწმების გავლის შემდეგ ექნებათ. ობიექტების რეგულაციებთან შესაბამისობას შრომის ინსპექცია შეამოწმებს. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებისადმი მოთხოვნა კი სოციალური დისტანციის დაცვა იქნება.