კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დღეს დილით კიევის დარნიცკის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლიჩკომ კიდევ ერთხელ მოუწოდა კიევის მოსახლეობას, რომ არ დაბრუნდნენ დედაქალაქში ევაკუაციის ადგილებიდან.
„ჩვენ ვერ ავკრძალავთ დაბრუნებას, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ამაზე რეკომენდაცია გავცეთ. თუმცა ჩვენი რეკომენდაცია ეფუძნება ჯარების რჩევას, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს“, - განაცხადა კლიჩკომ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა კი დილის ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს კიევში ჯავშანტრანსპორტის საწარმო.