logo
ENG



დღეს თბილისთან ახლოს 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

24 სექ 202309:10
3 წუთის საკითხავი
 
დღეს თბილისთან ახლოს 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ-ში, სოფელ ლელუბანთან 4,7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა - მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.

გეოლოგი ლაშა სუხიშვილი წერს, რომ დღევანდელი მიწისძვრა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 2002 წლის აპრილში მომხდარი.

მისი თქმით, დღევანდელი ჰიპოცენტრი (სიღრმე) იყო ღრმა, მიწისძვრა მოხდა 27 კმ სიღრმეზე და რხევა ზედაპირზე ამოსვლამდე შედარებით დაცხრა.


close დახურვა