კომპანია თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 24 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მათი ცნობით,
ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, უზნაძის, აბაშიძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის და ონის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.