logo
ENG



დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

06 დეკ 201908:41
3 წუთის საკითხავი
 
6stq0gdk0fa8p2e.jpg

დღეს საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. წინა სასამართლო სხდომაზე ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი „გავრილოვის ღამის" საქმეზეა დაკავებული. გამოძიება მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავება. 

ადვოკატი ვახტანგ იაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო ოქრუაშვილისთვის გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან, როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ბრალდების მხარეს შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს. 

"ის ვიდეოფაილი, რომელიც ბრალდებას სურს ძირითად მტკიცებად გამოიყენოს, აჩვენეს, რომ ოქრუაშვილი მხოლოდ აქციაზე იმყოფება, დგას. აქციაზე ყოფნა არ წარმოდგენს დანაშაულს. აქედან გამომდინარე ბრალდებას არ შესწევს უნარი დაასაბუთოს მისი ბრალეულობა და ირაკლი ოქრუაშვილი აუცილებლად გამართლდება“, - განაცხადა იაშვილმა.

 



close დახურვა