logo
ENG



დღეს კომიტეტი ე.წ. ამბოხებული დეპუტატების საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ იმსჯელებს

13 დეკ 201908:40
3 წუთის საკითხავი
 
cqvnx6khoz101h8.jpg

დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ე.წ. ამბოხებული დეპუტატების საინიციატივო ჯგუფის შექმნის შესახებ იმსჯელებს. დეპუტატებმა, რომლებმაც პროპორციული სისტემა ჩააგდეს, არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას ითხოვენ. მათ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით პარლამენტის ბიუროს 4 დეკემბერს მიმართეს. ამაზე საპასუხოდ კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ იდეა საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. საინიციატივო ჯგუფში დიმიტრი ხუნდაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია და კიდევ 8 დეპუტატი შედის.

ამ ინიციატივას "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცუდი მიმართულებით მიდის. 

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უფრო ძაბავს ვითარებას. იმის მაგივრად, რომ საერთაშორისო პარტნიორებს დაეთანხმოს და რეკომენდაციები მიიღოს, მსგავსი ახალი დაძებულობის კერები იქმენა. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიმართულებულია“, -განაცხადა  წერეთელმა.

 

 

 


close დახურვა