logo
ENG



დღეს კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული - ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

20 ნოე 201907:56
3 წუთის საკითხავი
 
y7frbck652t5h50.jpg

 

პარლამენტში დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული. „ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს. 

"არ შეიძლება გვენეტაძეს ვესაუბროთ სიღარიბის შემცირებაზე, როდესაც ვიცით რომ ქვეყნის მმართველი, ივანიშვილი თავად არის დამნაშავე ამ სიღარიბის გაზრდაში. ერთადერთი საკითხი, რომელიც ქვეყანას განვითარების უკეთეს გზაზე მიიყვანს, არის პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამიტომ ამ საკითხის გარდა, სხვა საკითხზე მსჯელობას არ ვაპირებთ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ "ფორმულასთან" საუბარში. 

საკანონმდებლო ორგანოს პროტესტს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც უცხადებს. 

"ბოიკოტს ვუცხადებ პარლამენტის მუშაობას, სანამ ამ პარლამენტში არ იქნება ნიშნები, რომ ესენი გადაფასების რეჟიმში არიან და მიხვდებიან რომ შეცდომა დაუშვეს. სიმართლე გითხრათ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოდის, მაგრამ მიმაჩნია, რომ პროტესტი უფრო მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

 

 

 


close დახურვა