პანდემიის უმძიმესი შედეგი - კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია დღეს - 81 გარდაცვლილი დღე-ღამეში, Covid-19-ით მშობიარობიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა ქალიც, რომელიც შვილს 10 წელი ელოდა. სულ უფრო მატულობს გარდაცვლილთა შორის ახალგაზრდები. გაზრდილ სიკვდილიანობას ექიმები პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაუმართაობას უკავშირებენ. მძიმე ზაფხულის შემდეგ სპეციალისტები კიდევ უფრო კრიზისულ შემოდგომას ელოდებიან.
დღეს კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
02 სექ 202120:15
3 წუთის საკითხავი