logo
ENG



დღეს კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 810 ბინა დაზიანდა

06 მაი 202200:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/ep317c5707h55si.jpg

დღეს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 810 ბინა და 32 მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო ავრცელებს.

კირილენკოს ინფორმაციით თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, მაგრამ 25 ადამიანი დაშავდა. 

„ეს მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო, რასაც შესაძლოა ბევრი მსხვერპლი მოეტანა, მაგრამ დროულმა ევაკუაციამ ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. არავინ დაღუპულა, მაგრამ 25 დაშავდა", - განაცხადა დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, კირილენკოს თქმით დაზიანდა 6 კერძო სახლი, 2 სკოლა, საბავშვო ბაღები, სამედიცინო ცენტრი და რამდენიმე კომპანიის შენობა.

მან ადგილობრივებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. 

"მოვუწოდებ ყველას, იზრუნონ საკუთარ სიცოცხლეზე და დატოვონ რეგიონი. და ყველაფერს, რასაც რუსები ანადგურებენ, ჩვენ ხელახლა ავაშენებთ!“ - აცხადებს კირილენკო.


close დახურვა