logo
ENG



დღეს მეც ლუკა ვარ - პარლამენტთან მოსწავლეების აქცია იმართება

18 დეკ 201912:21
3 წუთის საკითხავი
 
imb2v8gs7dio80g.jpeg

ვინც უნდა გვიცავდეს, ის გვკლავს; დღეს მეც ლუკა ვარ - ამ შინაარსის პოსტერებით ლუკა სირაძის ტრაგიკული დაღუპვის ფაქტი, სკოლის მოსწავლეებმა გააპროტესტეს. პირველი გიმნაზიის მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასელები გაკვეთილებზე დასწრებაზე უარს აცხადებენ და ამ ფორმით გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ლუკა სირაძის გარდაცვალებასა და მასზე განხორციელებულ ზეწოლას.  მოსწავლეების თქმით მანკიერი სისტემა უნდა დაინგრეს. 

"ვუთანაგრნობთ ლუკას და სისტემას, რომელიც უსამართლოა. ის გახდა სისტემის მსხვერპლი. რადგან არ შეიძლება არასრულწლოვანის დაკითხვა, როცა ფსიქოლოგი ან მშობელი არ ესწრება პროცესს",-აღნიშნავს აქციის მონაწილე.  

მათივე თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ და მოუწოდებენ სხვა სკოლის მოსწავლეებსაც, შეუერთდნენ პროტესტს, რომელიც ეხება ყველას. 

"სამწუხაროა, რომ ჩვენ ასეთი პრობლემები გვაწუხებს და გვიწევს გაკვეთილების გაცდენა ამის გამო. დღეს სისტემა არაა იმ დონეზე, რომ ჩვენს თავებს დავუთმოთ დრო. სამწუხაროა ის, რომ ლუკა არ ყოფილა პირველი მსხვერპლი და ალბათ არც ბოლო იქნება",-აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

 


close დახურვა