დღეს „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ტელევიზიის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის" დირექტორის ზურაბ იაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სხდომაზე მხარეები მთკიცებულეებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. წინასასამართლო პროცესი ზურაბ იაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაში ყოფნის გამო გადაიდო.
"გაიმართება წინასასამართლო სხდომა. საქმე უკვაშირდება „რუსთავი 2“-ში მუშაობის პერიოდს. მოხდება მთკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა. მთკიცებულებებს წარადგენს პროკურატურაც და დაცვის მხარეც“, - განაცხადა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალად „რუსთავი 2"-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.