logo
ENG



დღეს პარლამენტი მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას განიხილავს

05 ოქტ 202112:24
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

დღეს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს, როცა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა მანდატის შეწყვეტა მოითხოვა, ეს საბოტაჟი იყო, რომლის ნაწილსაც ნიკა მელიაც წარმოადგენ. ახლა კი ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მელიამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო და რეგლამენტის შესაბამისად მოიქცევიან.

"მისივე თხოვნის საფუძველზე ვალდებულია საქართველოს პარლამენტი პირველივე საკითხად იმსჯელოს მელიას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. თუ ძალიან არ უნდა პარლამენტიდან გასვლა, შეუძლია მოგვმართოს და უკან გაითხოვოს განცხადება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ ივლისის ბოლოს განაცხადა. როგორც მელიამ მაშინ აღნიშნა, ის აპირებს მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.


close დახურვა