დღეს, 20 აპრილს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაის მოუსმენენ. ის უკვე საქართველოშია.
აპატურაი კომიტეტის სხდომაზე კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში საქართველოსთან ნატო-ს თანამშრომლობაზე ისაუბრებს. სხდომა 10:30 საათზე დაიწყება.
გარდა ამისა, აპატურაი შეხვედრებს გამართავს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში. ის შეხვდება ელჩებსაც.