logo
ENG



დღეს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება

29 აპრ 202310:28
3 წუთის საკითხავი
 
დღეს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება
ვახო ქარელი/ფორმულა

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება.

ამომრჩევლები 29 აპრილს აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს; ცაგერისა და თერჯოლის მერებს; საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს შემდეგ ოლქებში:

  • ქუთაისის პირველი მაჟორიტარული ოლქი
  • ტყიბულის პირველი მაჟორიტარული ოლქი
  • თიანეთის მეორე მაჟორიტარული ოლქი
  • გურჯაანის მერვე მაჟორიტარული ოლქი
  • ახალციხის მეთერთმეტე მაჟორიტარული ოლქი

ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს.


close დახურვა