არაევროპული დისკუსია ევროკავშირზე - პარლამენტში მისულმა ღარიბაშვილმა ტრიბუნა სიძულვილის ენისთვის გამოიყენა. საცოდავი ადამიანი ხართ, გადით გარეთ, თქვენს ტვინშია პრობლემა - ამ ლექსიკით უპასუხა ღარიბაშვიმა ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკულ კითხვებს. პრემიერი არ აღიარებს, რომ ბრიუსელში მას პრობლემური საკითხები მრთლმსაჯულების, მედიის დევნის, ტოტალური მოსმენების შესახებ გადასცეს.