![2023/03/25/i94bjt58y6aep5f.jpg](/uploads_script3/articles/2023/03/25/i94bjt58y6aep5f.jpg)
დღეს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე იერიში მიიტანეს.
ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის ცნობით, თავდასხმის შემდეგ 2 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გასულ ღამეს რუსეთის არმია თავს დაესხა ცენტრებს დონეცკის ოლქში კოსტიანტინივკაში, დღეს რუსეთის არტილერიამ დაბომბა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი ხერსონში. თავდასხმის შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა: 41 წლის ქალი და 25 წლის კაცი“ - განაცხადა პროკუდინმა.