logo
ENG



დღეს სასაფლაოების მიმართულებით თბილისში გადაადგილება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ

17 აპრ 202312:43
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღეს სასაფლაოების მიმართულებით თბილისში დამატებითი მარშრუტები დაინიშნა, რომელიც საღამოს 8 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ავტობუსები ივლის მეტროსადგურ დიდუბიდან მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით, ასევე დელისის მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენ, მარჯანიშვილის მეტროდან და სადგურის მოედნიდან კუკიის სასაფლაოს მიმართულებით. ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, სარაჯიშვილის მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუამთის ქუჩიდან და ვარკეთილის მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე.

16 და 17 აპრილს, სასაფლაოების მიმართულებით 9 მარშრუტი დაწესდა, რომლებიც მოსახლეობას დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ემსახურება.


close დახურვა