დღეს საქართველოში სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად 10 საათიდან აღავლენს.
სვეტიცხოვლობა ფოლკლორულ ფესტივალ „ფუძეობას“ დაემთხვა და მისი აღნიშვნა ქალაქში გუშინდელი დღიდან დაიწყო. ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავმა“ კონცერტი გამართა.
ასევე, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი მთელი დღის განმავლობაში. მცხეთის ცენტრალურ მოედანზე კულტურულ შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. სპეციალურად ამ დღისთვის საბავშვო გასართობი სივრცეც მოეწყო. 8-ის ნახევრიდან ქალაქში ჩასულებს კი გალა კონცერტზე დასწრება შეეძლებათ.