logo
ENG



დღეს სენატის საკომიტეტო სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

30 ივლ 202412:24
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ში არჩევნებისთვის აქტიური მზადების მიუხედავად, საქართველოს მიმართ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესი არ ნელდება. საქართველოს საკითხს დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 

როგორც ცნობილია, დისკუსია თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება. მოსმენის ინიციატორი საქართველოს მეგობარი სენატორი ჯინ შაჰინია, რომელიც  ქვეყნის შიდა პროცესების შესახებ კარგად არის ინფორმირებული.

სენატორის ოფისიდან განაცხადეს, რომ საქართველოს შემთხვევაში აქცენტი დემოკრატიის უკუსვლასა და ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებაზე გაკეთდება. ამასთან, მოსალოდნელია, რომ საზოგადოება ქართველი ხალხის აქტის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებს.

სენატორმა ჯინ შაჰინმა მის და სენატორ ჯიმ რიშის მიერ ინიცირებული - ქართველი ხალხის აქტი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა. აქტი მმართველი პარტიის თანამდებობის პირების დასაქნცირების გარდა, საქართველოსთვის სოლიდურ დახმარებასაც ითვალისწინებს. 


close დახურვა