დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. მანამდე, 1990 წლის 16 ივლისს უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. 1991 წლის 17 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, კითხვით - სურდა თუ არა ქვეყნის მოსახლეობას სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება. გამოკითხულთა დაახლოებით 80%-მა კითხვას დადებითად უპასუხა.
თუმცა, ამავე წლის აგვისტოში, ქვეყანაში "აგვისტოს პუტჩი" მოხდა - მიზანი [სსრკ-ს პრეზიდენტი] მიხეილ გორბაჩოვისთვის მართვის სადავეების ჩამორთმევა და ძველი სახელმწიფო წყობის დაბრუნება იყო. ამისთვის, 1991 წლის 24 აგვისტოს [უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის] უმაღლესმა რადამ საგანგებო სხდომა მოიწვია და უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ აქტი მიიღო, რომელიც თავის მხრივ 1991 წლის 1 დეკემბერს რეფერენდუმით დადასტურდა.
"უკრაინელი ხალხის ნებისა და მათი დამოუკიდებლობის მარადიული სურვილის გათვალისწინებით, რაც 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის მიღების ისტორიულ მნიშვნელობას ადასტურებს, უკრაინის უმაღლესი რადა იღებს გადაწყვეტილებას: 24 აგვისტო განიხილოს როგორც უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნოს ეს თარიღი ყოველწლიურად, როგორც სახელმწიფო დღესასწაული", - წერია მიღებულ აქტში.