logo
ENG



დღეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები დაკრძალეს

26 მარ 202217:15
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში ბრძოლისას გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლები, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დღეს დაკრძალეს.

დავით რატიანის ვარკეთილის სასაფლაოზე, გია ბერიაშვილი კი თბილისის ზღვის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მოქალაქეებმა პატივი მიაგეს გმირულად დაღუპულ სამხედროებს.

ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის - ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. ის მარიუპოლში დაიღუპა, სადაც ინტენსიური ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი 17 მარტს ირპენთან მოკლეს. 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ირპენისთვის ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი დაიღუპა.


close დახურვა