logo
ENG



დღეს ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა

02 აპრ 202319:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/02/nkbosbga7qjj6ty.jpg

"უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ" - დღეს, 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.  

მარშში მონაწილეობას იღებდნენ ქალები, კაცები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. ქალთა სოლიდარობის მარშზე მივიდა ასევე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მმართველი პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია უკვე ღიად არის ჩართული ქალთა დემორალიზების, დეჰუმანიზების, დამცირების და გაჩუმების ხელშეწყობაში.

"სექსუალური და ფსიქოლოგიური შევიწროების წინააღმდეგ ამხედრებულ ქალებს ღირსების შემლახავ პროპაგანდას უპირისპირებენ და ჰგონიათ, დაშინებით და ტერორით გატეხენ იმ ქალებს, ვინც ხმა აიმაღლა უსამართლობის წინააღმდეგ. ქალებზე ხშირი ძალადობის შემთხვევების გამოძიების და პრევენციის ნაცვლად, უნდობლობას უცხადებენ ქალებს და მზად არიან ყველაფრის ფასად დაიცვან ძალაუფლების მხარეს მყოფი მჩაგვრელები. ძალადობის მამხილებელ ქალთა მიმართ სისტემის ამგვარი პასუხი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ყველა სამართლიან წინააღმდეგობას მსგავსი პასუხი ელის", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა