logo
ENG



დღესდღეობით 20-მდე ექიმს აქვს დაფიქსირებული ვირუსი - ტიკარაძე

23 აპრ 202013:18
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ჯარისკაცებში, პოლიციელებსა და მედიკოსებში აგრესიული ტესტირება გრძელდება. 

როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჯარში კორონავირუსი ამ ეტაპისთვის არ დადასტურებულა, ხოლო მედიკოსებში ვირუსის 20-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. 

"ჯარში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. არის შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდათ. მათი რიცხვი არის დღესდღეობით 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც. სწორედ ამის გამო ხდება ამ ჯგუფების აგრესიული ტესტირება. ზოგადად სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი. აღსანიშნავია, რომ მათ ძირითადად უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი დაავადება, თუმცა პრევენციიდან გამომდინარე, ვისაც აღმოაჩნდა, არიან დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა მინისტრმა.  


close დახურვა