logo
ENG



დღის ბოლომდე საპროკურორო საბჭოს 6 წევრს აირჩივენ

18 ოქტ 201910:37
3 წუთის საკითხავი
 
gfkxfyqiy060pr6.jpg

საკონსტიტუციო ცვლილებების და საპროკურორო საბჭოს რეფორმირების შემდეგ, პროკურორებმა პირველი კონფერენცია გამართეს, სადაც  საბჭოს 6 წევრი უნდა აირჩეს. გადაწყვეტილება ცნობილი დღის ბოლომდე გახდება. სავარაუდოდ საბჭოს ამ ახალ შემადგენლობას უახლოეს მომავალში მოუწევს ახალი გენერალური პროკურორის არჩევაც. უფრო ზუსტად კი იმ შემთხვევაში თუ შალვა თადუმაძე უზენაესი მოსამართლე გახდება.

აღსანიშნავია, რომ საპროკურორო საბჭოს 6 წევრს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა დღეს გასდის. წევრობის კანდიდატზე სულ 12 კანდიდატია წარდგენილი, საიდანაც 6 ფარული ხმის მიცემით აირჩევა. საქართველოს პროკურაორთა კონფერენცია შალვა თადუმაძემ გახსნა.  


close დახურვა