logo
ENG



დღის წესრიგიდან არ ვხსნით 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულზე გადასვლას - ინაშვილი

30 ნოე 201909:53
3 წუთის საკითხავი
 
z1hh86x4jnwmyyn.jpg

„ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა რამდენიმე წუთში იწყება. ცნობილია, რომ  შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან. შევხედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. 

"დღის წესრიგიდან არ ვხსნით 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულზე გადასვლას. არსებობს ვარიანტი და ეს ვარიანტი შევთავაზეთ კიდეც ხელისუფლებას. აქ უკვე პოლიტიკური ნების საკითხია და ვნახოთ ეს ნება გარდატყდება თუ არა. რაც შეეხება გერმანულ მოდელს,  არაა იდეალური ვარიანტი, მაგრამ კონსენსუსის საგანია. ამიტომ მხარს ვუჭერთ ამ გერმანულ მოდელს",- აღნიშნა ინაშვილმა.


close დახურვა