logo
ENG



ე.წ. ამბოხებული დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

13 დეკ 201912:03
3 წუთის საკითხავი
 
7dqsxihwg0tod2x.jpg

მმართველ გუნდში პოლიტიკური სპექტაკლი გრძელდება. ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტარებს, კონსტიტუციის შესაცვლელად ხელმოწერების შეგროვების უფლება მისცეს. სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის მათ 2 თვეში 200 ათასი ხელმოწერა უნდა მოაგროვონ. 11-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძეც, რეგიონებში გასვლას და მოქალაქეების დარწმუნებას გეგმავს. 

მაჟორიტარები ამბობენ, რომ გუნდში შეთანხმება ბოლომდე მიღწეული ჯერ არ არის, ამიტომ ისინი ძველ გეგმას მიჰყვებიან.

„დღეს დარეგისტრირდება მხოლოდ წინადადება. საუბარია ფორმალურ მხარეზე. გუნდში გვაქვს გარკვეული ტიპის შეთანხმება, თუმცა ჯერ კიდევ დეტალებზე მიდის მსჯელობა. მომავალ კვირაში უმრავლესობის საერთო პოზიციას გაგაცნობთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად შესაბამისი მოწმობა უკვე გადაეცათ. 

„პროცედურული საკითხები დავიცავით, იმასთან დაკავშირებით რაც დავაანონსეთ. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ ქვეყანა გადავიდეს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე. ეს არის ე.წ. ამერიკული მოდელი. უკვე გადმოგვეცა სარეგისტრაციო მოწმობა, რითაც ჩვენ უნდა გავიდეთ ხალხში და მათი აზრი ვკითხოთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

 

 

 


close დახურვა