logo
ENG



ე.წ. გავრილოვის ღამის 1 წლის თავზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

05 ივნ 202008:11
3 წუთის საკითხავი
 

სისხლიანი დარბევიდან ერთი წლის შემდეგ „სირცხვილია" რუსთაველზე აქციას ისევ გამართავს.

სამოქალაქო აქტივისტები 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზეც ოკუპაციის, ძალადობის, უსამართლობისა და ერთმმართველობის წინააღმდეგ მოქალაქეებს პარლამენტთან გასვლისკენ მოუწოდებენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამ დრომდე არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების ფაქტები და არ დასჯილან სამართალდამცველები. ორის გარდა, არცერთ დაშავებულს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი.

აქცია 20 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს სოციალური დისტანციის დაცვისა და ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ. 


close დახურვა