მსოფლიოში გრანდიოზული საშობაო ფასდაკლებების სეზონი დაიწყო. ე.წ. შავი პარასკევი თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნეს.
ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრში ინციდენტიც მოხდა. მამაკაცმა შეკამათების შემდეგ მეორე მომხმარებელი ფეხში დაჭრა. ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.
შავი პარასკევი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო დღეა. სასურველი ნივთების შესაძენად ადამიანები მაღაზიებთან რიგში, ხშირად, რამდენიმე დღის განმავლობაში დგანან.
