logo
ENG



ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

09 თებ 202209:01
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ე.წ პიჯაკების საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც ცნობილია, სააკაშვილი პროცესს დაესწრება.

სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.


close დახურვა