logo
ENG



ეგეოსის ავიახაზები სალონიკიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

14 თებ 202309:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/14/j2t3axi6tl4gxew.jpg

საბერძნეთის ავიაკომპანია AEGEAN AIRLINES (ეგეოსის ავიახაზები) სალონიკიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანია ფრენებს 2 ივნისიდან დაიწყებს და კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.

ამ დროისთვის ეგეოსის ავიახაზები თბილისის აეროპორტში ფრენებს ათენიდან ასრულებს.


close დახურვა