პირველი გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩმა“ ბოლო 10 დღეში ჩაატარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 ათასი რესპონდენტი გამოიკითხა.
„ედისონ რისერჩის“ ვიცე-პრეზიდენტი, რობ ფარმანი აცხადებს, რომ დღევანდელი კვლევები სრულ სურათს აწვდის საზოგადოებას, რას ფიქრობს ხალხი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ.
მომდევნო გამოკითხვას „ედისონ რისერჩი“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით უახლოეს მომავალში გეგმავს.
ჯამში „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ თანამშრომლობის ფარგლებში 6 გამოკითხვა და საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩატარდება. დღეს წარმოდგენილი კვლევა პირისპირი გამოკითხვის მეთოდითაა ჩატარებული, შესაძლო ცდომილება 2.2%-ია - 95%-იანი სანდოობის დონისთვის.