logo
ENG



ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია: ქვეყანას, სადაც ლოცვისთვის თავს უტეხენ, მომავალი არ აქვს

13 იან 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock 2310
2021/01/13/z32b4hvjmrrzzc6.jpg
Formula/Vakho Kareli

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება - სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა თქვეს, რომ ადგილობრი ქრისტიანები მათი სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. გუშინ, 12 იანვარს სამ მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს, მძიმე ფიზიკური დაზიანებებიც მიაყენეს. 

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია წერს, რომ ეპისკოპატის სახელით ბოდიშს უხდის ქართველო მუსლიმებს. 

"საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელიც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრალებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომლიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში". - წერია განცხადებაში. 

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხელისუფლებასაც მიმართავს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს არა მხოლოდ ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე, არამედ ყველა იმ შემთხვევაზე, რომელი დღემდე მომხდარა და "რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული".

"ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვევიებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით.

ჩვენ ასევე მივმართავთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს. საქართველო არ არის დაყოფილი მუსლიმებისა და ქრისტიანების მიწებად. ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისაა, მათი რწმენის, ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურის მიუხედავად.

ჩვენ მივმართავთ ასევე იმ სარწმუნოების მესვეურებს, რომელთანაც თავს აიგივებენ სხვადასხვა ჯურის რელიგიური მოძალადეები: დაგმეთ საჯაროდ ძალადობა და ხელს ნუ შეუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას. ეს თქვენი უწმიდესი მოვალეობაა". - აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. 


close დახურვა