ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლების ნაწილმა უვადო შიმშილობა დაიწყეს. დღეს დასაქმებულების გაფიცვის 33-ე დღეა.
პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიის მხრიდან რაიმე უკუკავშირი ან წინ გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა.
ისინი აცხადებენ, რომ შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
"პრობლემა არის ძალიან ბევრი. დაახლებით 45 საკითხია ჩამოყალიბებული, რომლებიც უნდა მოგვარდეს. ამას ემატება მენეჯმენტის დამამცირებელი დამოკიდებულება. ოფიციალურად კომუნიკაციაზე ადმინისტრაცია არ გამოსულა. რაც შეეხება შიმშილს, ესეც რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ამით პოზიტიურ შედეგს მივაღწევთ და გაფიცულების მოთხოვნები დაკმაყოფილდება" - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.
კომპანია ევულუშენ ჯორჯიაში უკვე თვეზე მეტია 4 600-ზე მეტი თანამშრომელი გაფიცულია.
გაფიცული თანამშრომლები ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი აქციებს კომპანიის შენობასთან მართავენ.
გასულ თვეში სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომპანიის შიდა ჩატში მიმოწერები - სქრინებში ჩანს, რომ მენეჯერები დახურულ ჩათში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ და მათ დასცინოდნენ.