logo
ENG



ევრკომისია უნგრეთში არაფორმალურ შეხვედრაზე კომისრებს არ გააგზავნის

16 ივლ 202410:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/appxhladukctuk3.jpg

ევროკომისიამ კომისრებს სთხოვა, ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას არ დაესწრონ. ინფორმაციას POLITICO ევროკავშირის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, კომისია იმედოვნებს, მიანიშნოს ბუდაპეშტს, რომ მისი თავმჯდომარეობის "უცერემონიო" გამოყენება მიუღებელია.

უნგრეთი ივლისში ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე როტაციის წესით გახდა. ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, მის მიერ გამოცხადებული "სამშვიდობო მისიის" ფარგლებში, ჯერ კიევში შემდეგ კი მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში იმყოფებოდა და ავტორიზაციის გარეშე ამბობდა, რომ ევროკავშირს წარმოადგენდა.

საბჭოს ევროპულმა სამსახურმა ევროკავშირის ელჩებს განუცხადა, რომ ეს ევროკავშირის შეთანხმებებს არღვევს, ხოლო ლიდერები უნგრეთის ქმედებებით გაღიზიანდნენ. როგორც POLITICO წერს, უნგრეთისთვის ერთ-ერთ პასუხად ბუდაპეშტი მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მინისტრების ნაცვლად დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელეების გაგზავნა განიხილება.

ამასთან ევროკომისიის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უნგრეთის ორგანიზებით გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე კომისრები არ გაემგზავრებიან.

"უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ (ევროკავშირის კომისია) საბჭოს მხოლოდ არაფორმალურ შეხვედრებზე მაღალი რანგის საჯარო მოხელეებით იქნება წარმოდგენილი", - დაწერა ერიკ მამერმა.


close დახურვა