ევროკავშირი მოითხოვს, რუსეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ბრიუსელი უმკაცრესად გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ფაქტს.
"მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება ბატონი ნავალნის მოწამლვის საქმესთან დაკავშირებით. რუსი ხალხი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ითხოვს ფაქტებს. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ", - წერია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბერლინში მდებარე Charite Hospital-მა, სადაც ამჟამად რუსეთის ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი მკურნალობს, დაადასტურა, რომ ის მოწამლული იყო.