logo
ENG



ევროკავშირი მოლდოვას რეკორდულ 1.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

10 ოქტ 202414:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/10/iy6p974f8b3syhi.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მოლდოვას რეკორდულ 1.8 მილიარდ ევროს (2 მილიარდი აშშ დოლარი) გამოუყოფს, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გეგმას. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა კიშინიოვში მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების ჩატარებამდე 2 კვირით ადრე. 

ფონ დერ ლაიენის თქმით, 3-წლიანი "ზრდის გეგმა" მოლდოვას ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას დაეხმარება.

"ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვას - დღეს და ყოველ ნაბიჯში, რომელიც მას აახლოებს გაერთიანებასთან. მოლდოვის ეკონომიკა და ჩვენი საერთო ბაზარი უნდა დაახლოვდნენ, და ჩვენ შეგვიძლია უკვე ახლა დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ხართ ბლოკის წევრი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეგვიძლია გავაორმაგოთ თქვენი ეკონომიკა ათწლეულების განმავლობაში", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მოლდოვის ვიცეპრემიერის, კრისტინა გერასიმოვას ცნობით, ევროკავშირის დახმარების ძირითადი ნაწილი ქვეყანას კრედიტის სახით გადაეცემა, ხოლო დაახლოებით 605 მილიონი ევრო გრანტის სახით, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებიზე დაიხარჯება, მათ შორს გზებზე, საავადმყოფოებზე, ადგილობრივ ბიზნესსა და სოციალური პროექტების მხარდაჭერაზე.

მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.


close დახურვა