logo
ENG



ევროკავშირის ელჩი: გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

21 ნოე 201909:43
3 წუთის საკითხავი
 
u8asf1qf7ozx23n.jpg

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჯა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაფრინდაშვილის დაკავება ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმთან ქვეყნის დაძაბულ მდგომარეობას უკავშირდება. დიპლომატის თქმით, ევროკავშირი ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან საზღვრების მოხსნასთან და ამ დაძაბულობის განმუხტვასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაწერას განაგრძობს.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის არალეგალური დაკავება ძალიან რთული და დაძაბული ვითარების შედეგია, რომელიც ოკუპირებულ რეჟიმთან გვაქვს. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ე.წ. საზღვრები გაიხსნას. ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. მას მარიონეტულმა რეჟიმმა 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

 

 


close დახურვა