logo
ENG



ევროკავშირის ელჩი - უგულავას დაპატიმრება ხელს უშლის უმნიშვნელოვანეს დიალოგს

12 თებ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ გიგი უგულავას დაპატიმრება ხელს არ უწყობს დიალოგს, რომელიც არსებული პოლარიზაციის განსამუხტად უმნიშვნელოვანესია.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ამ საკითხზე დიალოგი უკვე შედგა და დაკვირვება მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.

„გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას და მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. გუშინ შესაძლებლობა მქონდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ყველა ის საკითხი განმეხილა დეტალურად, რომელიც უგულავასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. არსებული ატმოსფერო არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას, რომელიც სწორედ არსებული პოლარიზაციის განსამუხტადაა აუცილებელი. ამ საკითხს ინტენსიურად დავაკვირდებით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.


close დახურვა